Hosting.ge ცდილობს თითოეულ მომხმარებელს მიაწოდოს საუკეთესო ხარისხის სერვისი. ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნები წარმოადგენს სერვისის ხარისხის უზრუნველყოფის აუცილებელ პირობას
შინაარსი
აკრძალულია Hosting.ge მომსახურების გამოყენება იმ სახის ინფორმაციის შენახვისა და გავრცელებისათვის, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებთან. არასრული ჩამონათვალი აკრძალული მასალებისა მოიცავს:
- ძალადობისკენ მოწოდებებს
- პორნოგრაფიას
- არალიცენზირებულ პროგრამებს
- არალეგალურ ვიდეო-აუდიო ფაილებს
ასევე აკრძალულია IRC- და Game-სერვერების დაყენება.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას განთავსებული მასალების არაკანონიერების ან არასასურველობის შესახებ იღებს Hosting.ge ხელმძღვანელობა.
"კომპანია" უფლებას იტოვებს "მომხმარებლის" ჰოსტინგ-სერვისი დაბლოკოს გაფრთხილების შემდგომ, თუ უკანასკნელი ახდენს "კომპანიის" სერვერის რესურსის გადაჭარბებულ გამოყენებას, რის შედეგადაც ხდება სხვა მომხმარებლების შეფერხება.
არააქტიური კავშირები
ერთ ჰოსტინგ-პაკეტზე ნებადართულია მრავალი FTP და Telnet სესიები, თუმცა Hosting.ge უფლებას იტოვებს გათიშოს უქმი სესიები.
კომერციული რეკლამა
Hosting.ge-ს მომხმარებლების მხრიდან სპამის, ანუ ელ-გზავნილების თვითნებური დაგზავნა იმ მისამართებზე, საიდანაც არ ყოფილა მოთხოვნა ასეთი სახის გზავნილის მიღებაზე, მკაცრად აკრძალულია. სპამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს Hosting.ge. სასურველია მომხმარებლებმა გამოიყენონ დაგზავნის სიები გამოწერის/გამოწერის გაუქმების მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით, რაც უკვე აღარ განიხილება როგორც სპამი.
ჰოსტინგ-პაკეტის ბლოკირება/დეაქტივაცია
თუ მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს სერვისის პირობების დარღვევას, Hosting.ge უფლებას იტოვებს მოახდინოს შესაბამისი ჰოსტინგ-პაკეტის ბლოკირება ან დეაქტივაცია. ჩვეულებრივად, თავდაპირველად მომხმარებელს ეძლევა გაფრთხილება დარღვევების აღმოსაფხვრელად და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სანქციების გამოყენება. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება სხვა მომხმარებლების ინტერესებს და სერვერის უსაფრთხოებას, შესაძლოა სანქციები გამოყენებულ იქნას წინსმსწრები გაფრთხილების გარეშე. ამ შემთხვევაში მომხმარებელს არ აუნაზღაურდება სერვისისათვის წინასწარ გადახდილი თანხა.
Hosting.ge პასუხისმგებლობა
Hosting.ge სერვისი მომხმარებელს სთავაზობს 99.5%-იან გარანტიას ჩვენი სერვერის მუშაობაზე, თუმცა მონიტორინგის შედეგები აჩვენებს რომ ეს მაჩვენებელი რეალურად 100%-ს უახლოვდება. იმ შემთხევვაში, თუ სერვერის მოცდენის საშუალო დრო თვეში აღემატება 0,5 %-ს და ეს მოცდენა არ არის განპირობებული ქვემოთ მოყვანილი გამონაკლისებით, Hosting.ge ინდივიდუალური წესით მოახდენს დამატებითი მომსახურების ხარჯზე მოცდენის პერიოდის კომპენსირებას. ამასთანავე, Hosting.ge არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო მატერიალურ თუ ფინანსურ ზარალზე, რაც სერვერის მოცდენამ შეიძლება მიაყენოს მომხმარებელს.
გამონაკლისები:
მომხმარებელი არ მიიღებს კომპენსაციას, თუ სერვისის პრობლემები გამოწვეულია ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზით:
- Hosting.ge კონტროლს მიღმა განვითარებული მოვლენები, მათ შორის ნებისმიერი დონის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი, მასობრივი არეულობები, საბოტაჟი, სტიქიური უბედურებები, მესამე მხარის პროგრამული პროდუქტების პრობლემები, მომსახურების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მოწყობილობის, მარაგების ან ელექტრომომარაგების მიღების შეუძლებლობა.
- საკომუნიკაციო ხაზების დაზიანება
- პრობლემები შუალედურ საკომუნიკაციო ცენტრებში
- გეგმიური სარემონტო-ტექნიკური სამუშაოები დატა-ცენტრში
- რეგისტრარისაგან მომდინარე DNS პრობლემები.