ინტელკომ ჯგუფი cPanel DELL
სერვერები ჰოსტინგი
იაფი ჰოსტინგი
მართვის პანელი
cPanel
cPanel demo
სახელი: demo, პაროლი: demo
უფასო Site Builder
უფასო Site Builder
სერვერის პარამეტრები
- Dell PowerEdge 2950
- 2 x QuadCore Xeon
- 4 GB RAM
- SATAII Hard Drives
- Redundant Power Supply
- 2 x 1 Gb Ethernet

ვებ მეილი


ჩვენს შესახებ

Hosting.ge წარმოადგენს შპს "ინტელკომ ჯგუფის" ერთ-ერთ განყოფილებას. Hosting.ge მუშაობა დაიწყო 2006 წლიდან, როგორც პირველმა ქართულმა სრულფასოვანმა ჰოსტინგმა წამყვანი მართვის პანელის cPanel-ის ბაზაზე და დღეს ჩვენი მომსახურებით უკვე სარგებლობს ასეულობით მომხმარებელი.

ინტელკომ ჯგუფის შესახებ

ჩვენი კომპანიის აქტივობა სათავეს იღებს 2001 წლიდან, ქართულ ბაზარზე თანამგზავრული ინტერნეტის შეთავაზებით. მრავალი ორგანიზაციისთვის, ვინც საქართველოს სახვადასხვა რეგიონებში არიან განთავსებულები და ხელმიუწვდომელია კომუნიკაციის ტრადიციული საშუალებები, თანამგზავრული ინტერნეტი წარმოადგენს ერთადერთ გადაწყვეტას. Hughes Network System-ის სისტემები და სერვისები ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევთ ისარგებლონ სწრაფი და საიმედო ინტერნეტით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა თუ სადაა განთავსებული ოფისები.

2008 წლიდან ინტელკომ ჯგუფმა თავისი საქმიანობა განავრცო უსადენო კავშირის პროფესიონალური გადაწყვეტების ქართულ ბაზარზე შემოტანით. ამ სფეროში მსოფლიო მაშტაბით ისეთ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიცაა MikroTik, Poynting Antennas ... საშუალებას იძლევა ქართველ მომხმარებლებს შევთავაზოთ უაღრესად კონკურენტუნარიანი პროდუქცია, გამიზნული უსადენო მაგისტრალური არხების, ინტერნეტ საპროვაიდერო ქსელების, დაშორებული ოფისებს შორის კავშირის შესაქმნელად.

ჩვენი პროდუქტებით და სერვისებით უკვე სარგებლობენ წამყვანი ქართული კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის: ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია "ნინოწმინდა", ფრონტერა ისტერნ ჯორჯია, კასტელი-საქართველო, ენგურჰესი, ენერგო პრო, ამბროლაურის, ონის, თიანეთის, დუშეთის და სხვა რაიონების გამგეობები, საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტი, IREX, IESC...

ინტელკომ ჯგუფის სხვა პროდუქტების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ მთავარ ვებ-გვერდს